საერთო სამყარო / wspólny świat

“საერთო სამყარო - გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობისას"

პროექტის მიზანი იყო გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებთან მუშაობაში. პოლონეთში ჩატარებული ტრენინგებისა და სასწავლო ვიზიტების სერიის საშუალებით, ჩვენ არა მხოლოდ მივიღეთ განათლება შშმ პირებთან მუშაობის, თანამედროვე თერაპიული ტექნიკისა და პროფესიული აქტივაციის მეთოდების შესახებ, არამედ პროექტის ბენეფიციარები შთავაგონეთ  ცვლილებები შეეტანათ უახლოეს გარემოში, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“  გორის მერიასთან თანამშრომლობის სისტემატიზაციაში, ასევე,  შშმ პირთა საკითხებზე ერთობლივი ღონისძიებების გატარებაში და სოციალური და  სისტემური ცვლილებებისკენ სწრაფვაში შშმ პირებისთვის არქიტექტურული, ციფრული, კომუნიკაციისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებში საქართველოს მიერ მიღებული გაეროს შშმ პირთა კონვენციის შესაბამისად.

მიზანი, ასევე, იყო იმის ჩვენება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცვლილების განსახორციელებლად არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობა ადგილობრივ თვითმმართველობასთან; რამდენად მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებებისკენ ერთობლივი სწრაფვა; რამდენად მნიშვნელოვანია თავად შშმ პირების საქმეებში ჩართვა და მათთვის ხმის მიცემა.

პროექტი თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული „თავისუფლების ფონდის“ მიერ, RITA-ს პროგრამის - „ცვლილებები რეგიონში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ფონდი „განათლება დემოკრატიისთვის“.

https://civicportal.org/publikacja/58/%e2%80%9ewspolny-swiat-%e2%80%93-jak-komunikowac-sie-z-osobami-z-niepelnosprawnosciami%e2%80%9d---plakat