„მყავს ბევრი მეგობარი“...
მარიამ თოთლაძე ქარელის „კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრის“ ბენეფიციარია. მას უყვარს, როცა თვითონ იცინის და როცა სხვებიც მის ირგვლივ იცინიან.
მე ვარ - მარიამ თოთლაძე, გავხდი 18 წლის.
მიყვარს როცა ვიცინი.
მყავს ბევრი მეგობარი, ვარ ლამაზი გოგო, მე ყველა მიყვარს.
მე ლამაზი ცხოვრება მაქვს, დავდივარ ქარელის „კეთილდღეობის და განვითარების დღის ცენტრში“.
ვინატრებდი - მქონდეს ლამაზი კაბა და ტელეფონი, რომელიც სურათებს იღებს.
ყველას ვეუბნები რომ მიყვარს.
მინდა - ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს.
მიყვარს კუბიკებით თამაში.
პედაგოგი:
მარიამს დაუნის სინდრომი აქვს. ძალიან სასიამოვნოა მასთან ურთიერთობა, საოცრად თბილი და კეთილია. განსაკუთრებით უყვარს ბავშვები, ეხმარება მათ. მე და მარიამი სიყვარულით ვსწავლობთ ყველაფერს.
დედა:
მარიამთან ურთიერთობა სიამოვნებაა და არა მარტო ჩემთვის, გარშემო სხვა ადამიანებისთვისაც. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემაში ბევრი არაფერი კეთდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის.
Mariam Totladze
"I have many friends"...
Mariam Totladze is a beneficiary of "Welfare and Development Day Center" at Kareli branch. She loves when she laughs and when others laugh around him.
My name is Mariam Totladze, I turned 18 years old.
I love when I laugh.
I have many friends, I am a beautiful girl, I love everyone.
I have a beautiful life, I go to Kareli's "Welfare and Development Day Center".
I miss having a beautiful dress and a phone that takes pictures.
I tell everyone that I love them.
I want everyone to be happy.
I like to play with blocks.
Her teacher:
Mariam has Down syndrome. It is very pleasant to communicate with her. She is amazingly warm and kind. She loves children especially, helps them. Mariam and I study everything with love.
Her mother:
Communication with Mariam is a pleasure, not only for me, but also for other people around me. Unfortunately, not much is being done in the health care system for children with Down syndrome.