„არასდროს დავნებდე და ყველაფერი ბოლომდე გავაკეთო“
თინა ბრეგვაძე, გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი. სამი შვილის დედა 90-იან წლებში უბედური შემთხვევის შედეგად ეტლით მოსარგებლე გახდა. ახლა ის ათასობით შშმ პირის და მათი ოჯახებისთვის სტიმული და ძალაა. მისი წყალობით შიდა ქართლში, მათ შორის ქარელსა და ხაშურში შშმ პირებს აქვთ ადგილი, სადაც რეაბილიტაციას, თერაპიას გადიან, ეუფლებიან ხელობას, სხვადასხვა უნარებს იძენენ, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადებიან.
მე ვარ
თინა ბრეგვაძე , ორგანიზაცია „კეთილდღეობის და განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი.
საკუთარი თავით ყველაზე მეტად მიამაყია მაშინ, როცა
პირველად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სამოქალაქო თავდადებისათვის დიპლომით და მედლით დამაჯილდოვა 2012 წელს. ასევე, 2022 წელს, როდესაც გორის საპატიო მოქალაქის წოდება მომანიჭეს ჩემი დამსახურებებისათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში წვლილის შეტანისთვის.
ყველაზე რთული იყო
რეალური ცხოვრებიდან გადახვევა და დღევანდელ ჩემს მდგომარეობასთან შეგუება, თუმცა არ ვნანობ, პირიქით, დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ათასობით ადამიანს მივეცი შესაძლებლობა და ხვალინდელი დღის იმედი.ცხოვრებამ მასწავლა, რომ
უნდა ვიყო ძლიერი, მომთმენი. მიუხედავად სირთულეებისა, ცხოვრება მშვენიერია და თითოეულ დღეს უნდა გავურთხილდეთ.
არ შეიძლება კონსესუსი
ძალადობასთან, დისკრიმინაციასთან, ყველა იმ ქმედებასთან, რომელიც ძალადობას ახალისებს.
ვფიქრობ, ჩემი მისიაა
თავისუფალი ინკლუზიური გარემოს შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, რომ მათ ჰქონდეთ თანაბარი განვითარების საშუალება და დაცული იყოს მათი უფლებები.
ვფიქრობ, ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ
ლამაზი ყოფილიყო სამყარო.
ყველაზე ცოცხალია
ადამიანის ბუნებასთან თანაარსებობა.
ჩემი დევიზია
არასდროს დავნებდე და ყველაფერი ბოლომდე გავაკეთო.
ყველაზე მეტად მეშინია იმის, რომ
არ დავკარგო ახლობლები, სიკვდილის მეშინია.
სხვასთან ურთიერთობაში აუცილებელია
სხვისი აზრის პატივისცემა, ზომიერება, გულისხმიერება.
შვილებს ვასწავლი
ერთმანეთის პატივისცემას და სიყვარულს.
ჩემს ირგვლივ აუცილებლად უნდა იყვნენ
ერთგული და საინტერესო ადამიანები. რომელთაც ცხოვრების ინტერესი აქვთ და სიცოცხლე უხარიათ.
ადამიანები ერთმანეთს
პატივს უნდა სცემდნენ.
თანადგომაა როცა
შენ შეგიძლია სხვისი ტკივილი გაიზიარო, გვერდში დაუდგე და სიყვარულით შეეშველო ამ ტვირთის ზიდვაში. სიყვარულია, როცა
შიგნიდან გრძნობ რაღაც უჩვეულოს, რომლის გადმოცემა არ შეგიძლია სიტყვებით. სიყვარული ბედნიერება, თავისუფლებაა.
დედამიწაზე უნდა იყოს
მშვიდობა, ბედნიერება, თავისუფლება.
რომ შემეძლოს აუცილებლად შევცვლიდი
ჩემს გავლილ ცხოვრებას, ბევრს ვიმოგზაურებდი და ვისწავლიდი.
რას ვეტყოდი სხვას?
სხვას, და საერთოდ ადამიანებს ვეტყოდი, გაუფრთხილდით და პატივი ეცით ერთმანეთის აზრს. არცერთი წუთი არ დაკარგოთ უქმად თუ გინდათ, რომ ცხოვრებით დატკბეთ და იყოთ ჯამრთელები.
როცა ღმერთს ველაპარაკები, ვეუბნები
მშვიდობას შევთხოვ მთელს დედამიწაზე, მადლობას ვუხდი იმისათვის, რაც მაქვს და რაც არ მაქვს, ჩემი ოჯახისა და ახლობლების კარგად ყოფნას ვთხოვ. მადლობა უფალს ყველაფრისათვის.
როცა თანამშრომლებს ვესაუბრები, ვეუბნები
ვცდილობ აუხსნა ვიმუშაოთ გუნდურად და ერთიანი ძალისხმევით შევცვალოთ საერთო გარემო.
როცა შვილიშვილებს ვესაუბრები, ვეუბნები
აუცილებლად უნდა ისწავლოთ და განათლებული ადამიანები გამოხვიდეთ, პატივი უნდა სცეთ მშობლებს და საერთოდ, უფროსი ასაკის ადამიანებს, ნუ ჩხუბობთ, დედმამიშვილებს უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი და მოთმინების უნარი გქონდეთ. ხშირად ვესაუბრები ჩემს ბავშვობაზე.
აუცილებლად გავიმეორებდი კიდევ ერთხელ
ჩემს ახალგაზრდობას.
იმ გზაზე, რომელსაც გავდივარ ჩანს
ძალიან რთული ბილიკები, რომელიც ჩემი გასავლელია, ახალი მიზნებით და ახალი იდეებით.
ვინატრებდი
თუნდაც 20 წლით უკან დაბრუნებას , რომ მეტი შემართებით ვიმუშაო და მეტი სარგებელი მოვუტანო ჩემს ხალხს.
Tina Bregvadze
"Never give up and do everything till the end"
Tina Bregvadze, Chairperson of "Wellfare and Development Center", Gori. The mother of three sons became a wheelchair user as a result of an accident in the 90s. Now she is an inspiration and strength for thousands of people with disabilities and their families. Thanks to her, disabled people in Shida Kartli including Kareli and Khashuri have a place where they undergo rehabilitation, therapy, learn handcraafting, acquire various skills, and prepare for an independent life.
- I am
Tina Bregvadze, chairperson of the organization "Wellfare and Development Center".
- I was most proud of myself when
For the first time, when the third president of Georgia awarded me with a diploma and a medal for civic dedication in 2012. Also, in 2022, when I was awarded the title of honorary citizen of Gori for my contribution for the protection of the rights of people with disabilities.
- the most difficult was
Deviating from real life and coming to terms with my current situation, although I do not regret it, on the contrary, today I am happy that I gave thousands of people the opportunity and hope for tomorrow.
- Life has taught me that
I must be strong, patient. Despite the difficulties, life is beautiful and we should enjoy each day.
- Consensus is not possible
with violence, discrimination, with all those actions that lead to violence.
- I think my mission is
Creating a free inclusive environment for children and adults with disabilities, to have equal possibilities of development and their rights to be protected.
- I think a human being was born
for the world, be beautiful.
-the most alive is
Coexistence human and nature.
- My motto
I will never give up and do everything to the end.
- I am most afraid of
I don't want to lose my loved ones, I'm afraid of death.
- It is necessary in a relationship with another
Respect for other people's opinion, moderation, thoughtfulness.
-I teach my children
mutual respect and love.
-Around me there must be
Loyal and interesting people. who have an interest in life and enjoy life.
-People to each other
should respect each other
-Support is when
-You can share someone else's pain, stand by them and help them carry this burden with love.
-It's love when
You feel something unusual inside, which you cannot express in words. Love is happiness, freedom.
- On earth it should be
- Peace, happiness, freedom.
- If I could, I would definitely change it
- my past life, I would have traveled and studied a lot.
- What would I say to someone else?
I would say to others and people in general, be careful and respect each other's opinion. Don't waste a single minute if you want to enjoy life and be healthy.
- When I talk to God, I tell him
- I ask for peace for the whole earth, I am thankful for what I have and what I don't have, I ask for the well-being of my family and relatives. Thank God for everything.
-When I talk to the employees, I tell them
I am trying to explain that we should work as a team and change the common environment with united efforts.
-When I talk to my grandchildren, I tell them
That they should definitely study and become educated people, they should respect their parents and in general, older people. They shouldn’t fight but love each other and should be patient. I often talk to them about my childhood.
- I would definitely repeat it again
My youth years
It can be seen on the road where I walk
Very difficult paths for me to walk, with new goals and new ideas.
- I would dream
To go back 20 years to work with more attitude and bring more benefits to my people.