Guliko Melikidze:
krótki opis po polsku
გულიკო მელიქიძე:
პროექტის „ჩვენი ხმა“ მეექვსე გმირი გახლავთ გულიკო მელიქიძე.
როგორ გახდა ეტლით მოსარგებლე: 1987 წელს ტრავმის შედეგად, რომელიც სიმაღლიდან ჩამოავრდნას მოყვა, შშმ პირი გავხდი. მაშინ 6 წლის შვილი მყავდა. ძალიან რთული პერიოდები გამოვიარე სხვა შშმ პირებთან ერთად. დავრჩი ტრავმასთან და მცირეწლოვან შვილთა ერთად. მაშინ მეგონა რომ გაჩერდა ცხოვრება და ვერ შევძლებდი ვერაფერს, ვერაფერს გავაკეთებდი, მაგრამ ფარხმალი არ დამიყრია და ყოველთვის გამოსავალის ძიებაში ვიყავი. ისეთის, რომ ბავშვბისთვისაც არ მიმეყენებინა სულიერი ტრავმა და მეც გამოვსულიყავი მდგომარეობდიან. მრავალი წელი ოთხ კედელს შუა გავატარე, რადგანაც გარეთ გასვლის დიდი კომპლექსი მქონდა შინაგანად. ადაპრირებული არ იყო სახლში შესასვლელი, ამიტომ ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი წლები ჩაკეტილ სივრცეში გავატარე, ოთახში.
მანამდე: ბავშვობა ძალიან ლაღი მქონდა. მშობლები პედაგოგები მყავდნენ, სკოლა წარმატებით დავამთავრე, უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩავაბარე. ეს შემთხვევა მაშინ შემემთხვა, როცა უმაღლეს სასწავლებელი დამთავრებული მქონდა და კომბინატში ინჟინერ-ქიმიკოსად ვმუშაობდი. ერთ დღეს მშობლებთან წავედი, ვაშლის ხეზე ავედი, მომიტყდა ტოტი და ჩამოვვარდი.
როგორც დედა: გავზარდე ბავშვი, დავამთავრებინე სკოლა, ინსტიტუტი. შემდეგ მინდოდა ჩემი ცხოვრებისთვის მიმეხედა. ძალიან მინდოდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, ჩართულობა, სამსახური, მაგრამ ძალიან დიდ სიძნელეებს ვაწყდებოდი - მაშინ მიუღებელი იყო ეტლით დარეთ გასვლა, სამსახურში სიარული ან ვინმესთვის დასაქმებზე თხოვნა. მიდგომა იყო ასეთი „რა უნდა შეძლოს ეტლით მოსარგებლემ“. შემდეგ უკევ თინა ბრეგვაძის ცენტრში მოვხვდი და აქედან დაიწყო ჩემი გარეთ გამოსვლა, ხალხთან ურთიერთობა, საზოგადოებასთან კომუნიკაცია. საკუთარი თავის რეალიზება მინდიოდა ძალიან. მინდოდა ეთქვათ, ამ ეტლით მოსარგებლეს რა შეძლებიაო.
შვილი - ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. ბავშვი ვერ აანალიზებდა იმას, თუ რატომ ვიყავი ასე, რატომ ვიჯექი სულ, რატომ ვერ ვაკეთებდი ვერაფერს. თუმცა, სახლის საქმეებს, რაც შემეძლო, ყველაფერს ვართმევდი თავს. შემდეგ უკვე, როცა მიხვდა, რომ მე ეტლზე ვიყავი მიჯაჭვული და საერთოდ სიარული არ შემეძლო, მესამე კლასის მოსწავლე იყო, ყოველ ხუთშაბათს ეკლესიაში დადიოდა, რომ ჩემი მალე ფეხზე წამოდგომა ეთხოვა. ყოველთვის სხვაზე ვიყავი დამოკიდებული. მეზობლები მეხმარებოდნენ, მშობლები მაშინ სოფელში იყვნენ, მე ქალაქში ვცხოვრობდი და იმდენად არ მიუწვდებოდათ ხელი, ამიტომ უფრო მეზობლებსა და მეგობრებზე ვიყავი დამოკიდებული, ბავშვის სკოლაში სიარული თუ მშობელთა კრება იყო და მეხმარებოდნენ.
შვილი- ძალა: ჩემმა შვილმა ძალიან გამაძლიერა. არ მომცა საშუალება ფარ-ხმალი დამეყარა, უნდა მეზრუნა მასზე, და იმაზე მეტი უნდა გამეკეთებინა, ვიდრე შემეძლო. ამიტომ ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ ბავშვისთვის არ მეგრძნობინებინა, რომ აკლდა დედის ყურადღება, დედის გვერდზე დგომა. ვცდილობდი ბავშვისთვის არაფერი მომეკლო. წასვლა-წამოსვლა იყო, ექსკურსიები თუ სხვადასხვა აქტიურობები და ღონისძიებები. რომ არა შვილი, უფრო მოდუნებული ვიქნებოდი. მაგრამ ბავშვმა ძალიან ბევრი რამ გამაკეთებინა, შეუძლებელი შემაძლებინა და ყველაფერი გავუკეთე ისე, როგორც ამას ჯანმრთელი ადამიანი გააკეთებდა შვილისთვის. დღეს მას ოჯახი აქვს, შვილიშვილი მყავს, ეს უფრო მაძლიერებს და ახლა შვილზე და შვილიშვილზე ვზრუნავ. ძალიან აქტიური ბებია ვარ - შვილისშვილებსაც მოსწონთ ეს.
პირველი სამსახური: როცა ჩემმა შვილმა ინსტიტუტი დაამთავრა, დასაქმდა და მუშაობდა, მერე უკვე მეც მინდოდა რაიმე სამსახური მქონოდა. მერიაში წავედი და ზურად ჯირკველიშვილს ვითხოვე, რომ სადმე დავესაქმებინე. პირველი ჩემი სამსახური სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო ოპერატორის პოზიციაზე. მაგრამ ადაპტირების პრობლემა მქონდა. ზურაბ ჯირკველიშვილმა პრობლემის მოსაგვარებლად ლიფტი გამიკეთა, რამაც თავისუფლად გადაადგილების საშუალება მომცა. ამის შემდეგ უკვე საკუთარ თავს მივხედე და დავიწყე ბრძოლა, რომ საკუთარი გარემო გამეუმჯობესებინა. შემდეგ იქიდან წამოვედი და მერიაში დავსაქმდი, ვარ მერიის თანამშრომელი.
სამსხრის გარდა კულინარიით ვარ დაკავებული, რომელიც ძალიან მიყვარს. მიყვარს ცხობა, ვაკეთებ ტორტებს, ვცდილობ, რომ გავიუმჯობესო კულინარიული უნარები.
გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრმა“ - ბევრი რამ მომცა. ჩართული ვიყავი ცენტრის ბევრ საქმიანობაში. იქვე შევისწავლე მინანქრის გაკეთება, ვეხმარებოდი და ვაკეთებდი ბეჭდებს და სხვა სამკაულებს. თუმცა ახლა უკვე დროის არ ქონის გამო ვერ ვაკეთებ, მხოლოდ შაბათ-კვბირა მაქვს დასვენების დღეები. თუმცა, შშმ პირების ცენტრის აქტივობებში ვცდილობ ჩართული ვიყო.