Elena Makharashvili

ვინატრებდი ჩემს ძიასთან საუბარი შემეძლოს, მქონდეს სმენის აპარატი და ტელეფონი

17 წლის ელენა მახარაშვილი გორის „კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრის“ ბენეფიციარია.  მას უყვარს ღიმილით მისალმება და ნატრობს სმენის აპარატს, რომ სმენა გაუუმჯობესდეს. 

მე ვარ ელენა მახარაშვილი, ვსწავლობ გორის რაიონის სოფელ მერეთის საჯარო სკოლაში, მყავს მშობლები და ორი და.

სიყვარული ჩემთვის  სიხარულია.

სხვებთან კომუნიკაციის და საკუთარი თავის გამოხატვის გზა არის ღიმილი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში  ვარ აქტიური, დედასთან ერთად სახლის დალაგება მიყვარს. ასევე, ჭურჭლის გარეცხვა, ეზოს დაგვა.

ვინატრებდი მქონდეს  სმენის აპარატი.  ვარ სმენადაქვეითებული და განათლებას ვერ ვიღებ ყველა სფეროში.

კომუნიკაციისას  მნიშვნელოვანია  სხვებმა ინფორმაცია მოგვაწოდონ წერილობით, ბარათით ან ტელეფონით.

აუცილებელია სხვებმა იცოდნენ, რომ სმენადაქვეითებულებს შეუძლიათ ისევე იცხოვრონ, აკეთონ საქმეები ან განვითარდნენ, როგორც დანარჩენებს.

თუკი მსგავსი გამოწვევის წინაშე ხარ, იცოდე, რომ  დიაგნოზი განაჩენი არ არის, ის სამოქმედო გეგმაა!

ჩემი ჰობია ხატვა.

დევიზი - ვიყო ყოველთვის მხიარული.

მიზანი  - მქონდეს საკუთარი სალონი.

რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს? არაფერს შევცვლიდი.

საყვარელი წიგნი იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კრებულია.

ვინატრებდი ჩემს ძიასთან საუბარი შემეძლოს.

ერთი სურვილი რომ მქონდეს?  ვისურვებდი ტელეფონს.

 

Elena Makharashvili

I wish I could talk to my uncle, have hearing aid and a smart phone

17-year-old Elena Makharashvili is a beneficiary of the day-care center at the “Welfare and Development Center" in Gori. She likes to be greeted with a smile and longs for a hearing aid to improve her hearing.    

I am Elena Makharashvili, I study at Mereti public school, Gori Municipality. I have a mother and two sisters.

Love for me is joy.

Smiling is a way to communicate with others and express yourself.

I am active in everyday life, I like to clean the house together with my mother. Also, washing the dishes, mowing the yard.

I wish I could have a hearing aid. I have hearing impairments and I am not able to receive education in all areas. (აქ ცოტა ვერ გავიგე აზრი. განათლებას ვერავინ იღებს ყველა სფეროში)

In communication, it is important to get information in writing on the card or by phone.

It is necessary for others to know that persons with hearing impairments can live, do things or develop in the same way as others.

If you are facing a similar challenge, know that a diagnosis is not a verdict, it is an action plan!

My hobby is painting.

Motto - to always be cheerful.

The goal is to have my own beauty salon.

If I could change anything? I wouldn't change anything.

Favorite book is a collection of stories by Iacob Gogebashvili.

I wish I could talk to my uncle.

If I have one wish? I would like to have a smart phone.