ადამიანები შეიქმნენ იმისათვის, რომ აღმოაჩინონ სამყარო და ერთმანეთი
სტანისლავ ციბულსკი - თარჯიმანი. განათლებით კათოლიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ბაკალავრი, სოციალური და განწყობის ფსიქოლოგიის მაგისტრი. მუშაობს ფსიქოლოგად. შშმ პირების საკითხებზე სხვადასხვა ფესტივალების ორგანიზატორი.
საკუთარი თავი ათ სიტყვაში
მომწონს სიზმრების გახსენება, იაპონური დეტექტივები, სხვებზე და საკუთარ თავზე დაკვირვება.
ყოველდღიური რუტინა ასეთია
ვიღვიძებ, ესა, ისა, ვწვები, ვიძინებ
ბავშვობიდან გჯეროდათ, რომ დაიბადეთ იმისთვის, რომ
მიყვარდეს.
რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში?
მყავდნენ ადამიანები, ერთი მაინც, ვისაც ჩემს სამყაროს გავუზიარებ. ასევე, მნიშვნელოვანია საკუთარი სტიქია არ დავკარგო. სევდიანია, როცა ადამიანმა არ იცის რა არის მისი სტიქია, ან იცის, მაგრამ თმობს მას.
განვლილი წლების ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი
ობიექტური სინამდვილე ჩვენთვის თითქმის არ არსებობს, ნებისმიერი თვალსაზრისი, რარიგ ის ფაქტებით გამყარებული არ უნდა იყოს, მაინც მიკერძოებულია და შინაგან, ზოგჯერ გაუცნობიერებელ სწრაფვებს ემყარება. „ოკეანე რომც არ არსებობდეს, მასში მობინადრე თევზებს ეს ფეხებზე ეკიდებოდათ“.
სუპერძალა რომ გქონდეთ, როგორი იქნებოდა ეს და რას გააკეთებდით?
ახალ სამყაროებს შევქმნიდი, დავასახლებდი ჩემთვის ნაცნობი ადამიანებითა და გამოგონილი პერსონაჟებით, შემდეგ კი მათი მონაწილეობით ისტორიებს შევქმნიდი.
სამყაროში ერთი რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ
საერთოდ გავაუქმებდი სიბერეს და ადამიანებს მეტ დროს მივცემდი. უნდა ვკვდებოდეთ მაშინ, როცა ვთვლით რომ ცხოვრება ამოვწურეთ და არა მაშინ, როცა ამ არჩევანს ჩვენს ნაცვლად ბიოლოგია აკეთებს. ახლა კი არ ვცხოვრობთ, ვჩქარობთ დასახული პროგრამა შევასრულოთ სანამ შეგვიძლია. ამის გამო ხშირად ვსწავლობთ იმას, რაც არ გვაინტერესებს, ვმუშაობთ იმაზე, რაც არ გვაღელვებს, ოჯახს ვქმნით მასთან, ვინც არ გვიყვარს. ან მეორე ვარიანტი, ქვეყნების სათავეში მხოლოდ მწერლებსა და ჯამბაზებს ჩავაყენებდი, შემდეგ კი დავაკვირდებოდი როგორ განვითარდებოდა მოვლენები. საერთოდაც მგონია, პოლიტიკოსებს იუმორის გრძნობა აკლიათ და ჩვენი პრობლემების დიდი ნაწილი ზუსტად ამის გამოა.
ვის შეხვდებოდით წარსულიდან და რატომ?
ჩემს რომელიმე შორეულ წინაპარს, რომლის სახელი აქამდე არც გამიგია, ვილაპარაკებდით ცხოვრებასა და ეპოქებზე.
სად დაგეგმავდით უახლოეს მოგზაურობას?
ვინმეს სიზმარში, ყველაზე საინტერესოდ მოსაყოლი მოგზაურობა ეს იქნებოდა.
ადამიანები შეიქმნენ იმისათვის, რომ
აღმოაჩინონ სამყარო და ერთმანეთი.
დედამიწაზე არსებობა წარმოუდგენელია
იუმორის გრძნობის გარეშე.
თქვენი ცხოვრება წარმოუდგენელია
მუსიკის, ისტორიებისა და სიყვარულის გარეშე.
დილით რომ იღვიძებთ, ამბობთ
რა გვაქვს საჭმელი?
რთული ყოფილა
საკუთარი თავის გაანალიზება.
ადვილია
ყოველდღიურ რუტინაში ისე დაიკარგო, რომ საკუთარი ნამდვილი მე დაგავიწყდეს.
სასწაულია
იპოვო ადამიანი და მიხვდე, რომ ცხოვრების აზრიც ის არის.
თქვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან
ჩემი შეყვარებული, ოჯახის წევრები და რამდენიმე უახლოესი მეგობარი.
სამ სასურველ ადამიანთან ერთად ვახშამი რომ შეგეძლოთ, ისინი იქნებოდნენ
მწერალი დიმიტრი ემეცი, მისი წიგნების კითხვა არასოდეს მომბეზრდება, იოსებ ბროცკი, მასთან დალევა და ლექსების თქმა დაუვიწყარი იქნებოდა და ზიგმუნდ ფროიდი, მინდა ფსიქოანალიზი ჩამიტაროს.
მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთი სიმღერის მოსმენა რომ შეგეძლოთ
საშინელებაა, საერთოდ აღარ მოვუსმენდი მუსიკას.
მხოლოდ ერთი სურვილის ასრულება რომ შეგეძლოთ, რას ისურვებდით?
ერთი სურვილი ათად გადაიქცეს, აბა ერთი რას მეყოფოდა? მაგრამ ეს თუ არ გამოვიდოდა, ვისურვებდი ჩემმა შეყვარებულმა დაინახოს და ოცნების ასრულება შეძლოს - გახდეს დიზაინერი.
დროის უკან დაბრუნება და რაიმეს შეცვალა რომ იყოს შესაძლებელი რას შეცვლიდით?
შეცვლით არაფერს შევცვლიდი, პეპლის ეფექტი მაშინებს, უბრალოდ იმ ადამიანებს დაველაპარაკებოდი წარსულიდან, ვისი ხმებიც დამვიწყებია. ძალიან ცუდი გრძნობაა, როცა იხსენებ ადამიანს, რომელიც თავის დროზე მნიშვნელოვანი იყო, მისი ხმა კი აღარ გახსოვს.
მომავალში მოხვედრა რომ შეგეძლოთ წახვიდოდით
სამი საუკუნით წინ, უბრალოდ მაინტერესებს.
Stanislav Tsibulski
Humans were born to discover the world and each other
Stanislav Cybulski - translator. Education: Bachelor of Theology from Catholic University, Master of Social and Emotional Psychology. He works as a psychologist. Organizer of various festivals on the issues of persons with disabilities.
About myself in ten words
- I like remembering dreams, Japanese detectives, observing others and myself.
- The daily routine is like this
- I wake up then I do this and that, and I go to bed
- Since childhood, you believed that you were born for that
- To love.
- What is the most important thing in life?
- I wish I had people at least one, with whom I would share my world. Also, it is important not to lose my instincts and nature. It is sad when a person does not know what his nature is, or he knows, but gives up on it.
- the most important lesson of the past years
- Objective reality almost does not exist for us. Any point of view, no matter how much it is supported by the facts but still it is biased on internal, sometimes unconscious aspirations. "Even if the ocean didn't exist, the fish living in it wouldn’t care about that"
- If you had a superpower, what would it be and what would you do?
- I would create new worlds, populate them with familiar people and fictional characters, and then create stories with their participation.
- If you could change one thing in the world
- I would cancel aging and give people more time. We should die when we think we've run out of life, not when biology makes that choice for us. We are not living now, we are in a hurry to complete the planned program while we are able to do it. Because of this, we often study things which are not interesting for us, work on things that do not excite us, create a family with someone we do not love.
Or the second option, I would put only writers and clowns at the leaders of the countries, and then I would observe how things would develop. In general, I think politicians lack a sense of humor and most of our problems are precisely because of this.
- Who would you meet from the past and why?
- I would talk about life and eras with one of my distant ancestors, whose name I have never heard before.
- Where would you plan your next trip?
- In someone's dream, this would be the most interesting trip.
- Humans were created to
- to discover the world and each other.
- Existence on earth is unimaginable
- Without a sense of humor.
- Your life is unbelievable
- Without music, stories and love.
- When you wake up in the morning, you say
- What do we have to eat?
- It was difficult
- Analyzing yourself.
- It's easy
- Get lost in the daily routine so much that you forget your true self.
- It's a miracle
- Finding a person and understand that the meaning of life is that person.
- They are the most important people in your life
- My girlfriend, family members and some close friends.
- If you could have dinner with three people, it would be them
- Writer Dimitri Emets, I will never get tired of reading his books, Ioseb Brotsky, drinking and reciting poems with him would be unforgettable, and Sigmund Freud, I want him to psychoanalyze me.
- If you could only listen to one song for the rest of your life
- It's awful, I wouldn't listen to music at all.
- If you could fulfill only one wish, what would you wish for?
-What If one wish turns into ten, what would one do to me? But if it doesn't work out, I would like my girlfriend would be able to see and be able to fulfill her dream - to become a designer.
- If you could go back in time and change something, what would you change?
- I wouldn't change anything by changing, the butterfly effect scares me. I would just talk to those people from the past, whose voices I have forgotten. It's a very bad feeling when you remember a person who was important in his time, but you no longer remember his voice.
- If you could get to the future, you would go
- Three centuries ago, I'm just curious.