Giorgi Mchedlidze, Ana Iremadze

 „გიორგის და მე ჯერ გვყავს ერთმანეთი და მერე მთელი სამყარო“  

გიორგი მჭედლიძე გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარია.  ის დედას, ანა ირემაძეს მინანქრის ნაკეთობების გაპრიალებაში ეხმარება.  ანამ შვილის გამო გამოიცვალა პროფესია და ტიხრული მინანქრის ტექნიკა შეისწავლა, რადგანაც გიორგის მინანქრის ნაკეთობების გაპრიალება უყვარს.  

მე ვარ  გიორგი მჭედლიძე, 27 წლის.

მიყვარს  ფილმების ყურება, კომპიუტერული თამაშები, სეირნობა , ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები. მიყვარს მზე, ზღვა, ბუნებაში ყოფნა,  მუსიკა  და გემრიელი საჭმელები.

მარტივია კეთილ ადამიანებთან ურთიერობა.

რთულია მარტო ყოფნა.

ყოველდღიურ ცხოვრებაში   ვცდილობ ვაკეთო ის, რაც მსიამოვნებს.

ვინატრებდი ჩემი საყვარელი ადამიანები მყავდნენ ჯანმრთელად და დიდხანს.

ჩემთან  ურთიერთობისას აუცილებელია სხვებმა იცოდნენ,  რომ ჩემი სიმყუდროვის დარღვევა არ შეიძლება.

ვერთობი კომპიუტერული თამაშებით.

ვისურვებდი  მყავდეს ჯიპი.

რაიმეს შეცვლა რომ შემეძლოს, ვინატრებდი ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვლილიყოს.

 

ანა ირემაძე, გიორგის დედა:

ეს თემა დღემდე ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. გიორგის 5 წლისას დაუდგინდა აუტიზმი და რადიკალურად შევცვალე ჩემი ცხოვრება.  ვარსებობ მხოლოდ შვილისთვის. ტიხრული მინანქარიც გიორგის გამო შევისწავლე რომ  სულ ერთად ვყოფილიყავით.  იმის მიუხედავად, რომ  უკვე დიდია, მშვიდად მაშინაა როცა ჩემს გვერდით არის.

გიორგის ყოველდღიური რუტინა -  როგორც ყველა, დგება დილით, დამოუკიდებლად იწესრიგებს თავს, საუზმობს.  შემდეგ, ერთად მივდივართ სამსახურში და ერთად  ვმუშაობთ. გიორგი ტიხრული მინანქრის ნაკეთობებს აპრიალებს, რაც მინანქრის დამზადების ტექნოლოგიაში ერთ-ერთი რთული პროცესია.

აუტისტური სპექტრის მართვა -  თავიდან საკმაოდ რთული იყო. წლების მანძილზე მივეჩვიე ამ რეჟიმს. მთავარია სიმშვიდე შეინარჩუნო და გაგებით მოეკიდო მის სურვილებს.

მსგავსი სპექტრის მქონე პირებს ახალ სივრცეში უცხო ადამიანებთან შესაგუებლად აუცილებელად სჭირდებათ დრო.  მნიშვნელოვანია მათი მუდმივი ხელშეწყობა, მხარდაჭერა და ფსიქოლოგიურად სწორი მიდგომა.

ჯანდაცვის სისტემა  სასურველია იყოს მეტად მოქნილი, უნდა იყოს ფსიქოლოგის უფასო დახმარება,  რაც ძალიან ძვირი ფუფუნებაა.

თუკი შენი ოჯახის წევრს აუტისტური სპექტრი დაუდგინდა, აღიჭურვე მოთმინებით,   პირველ ადგილზე დააყენე ის, შენი ცხოვრების რეჟიმი მაქსიმალურად შეუწყვე მის საჭიროებებს, შეძლებისდაგვარად  ასწავლე დამოუკიდებლობა.

გიორგის და მე ჯერ გვყავს ერთმანეთი და მერე მთელი სამყარო.

 

"Giorgi and I have each other first and then we have the rest of the world"

Giorgi Mchedlidze is a beneficiary of the Gori "Welfare and Development Center". He helps his mother, Ana Iremadze, in polishing enamel jewelry  Anna changed her profession for the sake of her son and studied the partition enamel technique because  Giorgi loves to polish enamel jewelry.

I am Giorgi Mchedlidze, 27 years old.

I like watching movies, computer games, walking, animals, especially dogs. I love the sun, the sea, being in nature, music and delicious food.

It is easy to communicate with kind people.

It's hard to be alone.

In my daily life, I try to do what I enjoy.

I dream  for my loved ones to be healthy and live long.

When interacting with me, it is necessary for others to know that my comfort  zone  cannot be violated.

I enjoy computer games.

I wish I had a car jeep.

If I could change anything, I  want things to change for the better.

 

Ana Iremadze-Giorgi’s mother

This topic is still very painful for me. At the age of 5, Giorgi was diagnosed with autism and my life changed radically. I exist only for my son. Because of Giorgi, I also studied partition enamel of Georgian style, so that we could be together all the time. Even though he is already grown up, he is calm only when he is next to me.

Giorgi's daily routine - like everyone else, he gets up in the morning, takes care of himself independently, has breakfast. Then we go to work together and work together. Giorgi polishes enamel products, which is one of the most difficult processes in enamel production technology.

Managing the Autism Spectrum - It was quite difficult at first. I got used to this schedule  over the years. The main thing is to keep calm and understand his wishes.

People with a similar spectrum necessarily need time to get used to strangers in a new space. It is important to constantly encourage them, support them and have a psychologically correct approach.

The healthcare system should be more flexible, there should be free psychologist assistance, That kind of  service is a very expensive luxury.

If a member of your family has been diagnosed with the autism spectrum, equip yourself with patience, put him in the first place, adapt your lifestyle as much as possible to his needs, teach him independence as much as possible.

Giorgi and me have each other first and then the whole world.