Giorgi Bibiluri

 „ყველა ჩემს წარმატებას ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას“

 გიორგი ბიბილური, 27 წლის, ამპუტანტთა ფეხბურთის გორის გუნდის მეკარე, რვაჯერ საუკეთესო მეკარის ტიტულის მქონე.  გარდა ამისა, მისი დაინტერესების სფეროა სოფლის მეურნეობა.  წელს  10 ათასამდე ნერგს გამოიყვანს.  უვლის დაახლოებით 3 ჰექტარზე გაშენებულ  ხეხილის ბაღებს.

       ბავშვობიდან პაპა ისე მზრდიდა, რომ თავი განსხვავებულად არ მეგრძნო. მისი  დამსახურებაა, რომ ახლა  ყველაფრის კეთება მიადვილდება. პაპამ იცოდა, რომ  ხელის გამო მომავალში შეიძლებოდა რაღაც პრობლემები შემქმნოდა და ცდილობდა ისე აღვეზარდე, ისე მოვემზადებინე ცხოვრებისთვის, რომ შემძლებოდა ყველაფრის  კეთება, წინააღდეგობების გადალახვა, მასწავლიდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. ახლა მართლაც ასეა, ყოველთვის იმას ვცდილობ,  თავად გავაკეთო ყველაფერი, თავად გადავჭრა პრობლემები, თავად გადავწყვიტო, მხოლოდ ჩემს თავზე ვიყო დამოკიდებული. ცხადია, გასაჭირი ყველა ადამიანს შეიძლება დაუდგეს ცხოვრებაში, და ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს, მაგრამ მე თანადგომაზე არ ვსაუბრობ, არამედ ცხოვრების დამოუკიდებელად წარმართვაზე.

       ფეხბურთი და სპორტი: 2013 წელს გია რევაზიშვილი იყო გორში ფედერაციის პრეზიდენტი, მან ჩამოაყალიბა ჩვენი კლუბი, გორის „დილა„. პირველივე შეკრებაზე მიმიწვია. ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი. ბავშვობიდან ფეხბურთელობა მინდოდა, ვთამაშობდი პატარა ასაკში. როცა 7-8 წლის ვიყავი,  თავდასხმაში თამაში მინდოდა, მაგრამ როცა გავიზარდე მწვრთნელმა ამიხსნა, რომ ხელის გამო უმაღლეს ლიგაში თამაშში პრობლემები შემექმნებოდა. ზუსტად მაშინ, როცა  სპორტისთვის თავის დანებება გადავწყვიტე, დამიკავშირდნენ გორიდან და მეკარეობა შემომთავაზეს. მართალია, ეს არ იყო გარე მოთამაშის პოზიცია, მაგრამ მაშინვე თანხმობა განვაცხადე. საქართველოში, როგორც მეკარემ ძალიან ბევრს მივაღწიე, უკვე 7-8 წელია საუკეთესო მეკარედ მასახელებენ. ვარ ნაკრების წევრიც. ჩვენი კლუბი, გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონი გახდა. წინ ესპანეთში თამაშები გვაქვს. დაბრუნებულზე ნაკრებთან ერთად  ევროპის ჩემპიონატზე წასვლა მოგვიწევს.  შევეცდები თამაშებში ჩვენი ქვეყანა ვასახელო პირველ რიგში. ჩემი მიზანი ყოველთვის ეს არის. მიზანი, რომელიც თან ჩემი დიდი მოტივატორია. ყველა თამაშზე ამ ფიქრით  გავდივარ. როცა ვიცი, რომ მოწინააღმდეგე გუნდი ჩვენზე ასი თავით მაღლა დგას, მაშინაც ყოველთვის ვიხარჯები. ჩვენი ბრძოლის ჟინიანობიდან გამომდინარე ბევრი თამაში მოგვიგია. მოგება კი ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის იმის მოტივაციაა, რომ მომავალში უფრო მეტი ვიბრძოლოთ.

      რთულ მომენტებში მიზანდასახული ვარ და მონდომებული, რომ ყველაფერი გადავლახო. სპორტში პირველ რიგში დისციპლინაა საჭირო. დისციპლინა თუ არ გაგაჩნია, წინ ვერ წახვალ. რთული პერიოდი ყველა სპორტსმენს შეიძლება დაუდგეს. მაგრამ არ არსებობს ბარიერი, რომლის გადალახვა არ შეიძლება. ეს კი სიმშვიდით იწყება. ნერვების და ემოციებს აყოლა ჩვენვე დაგვაზარალებს.

      ფეხბურთში საჭიროა გუნდურობა და მნიშვნელოვანია შეთანხმებული თამაში. ერთი ადამიანი თამაშს ვერ მოიგებს. ყველა ერთმანეთისთვის თამაშობს. ერთმანეთის აზრებს უნდა ვითავისებდეთ, დარიგებებს ვიღებდეთ და ერთმანეთს მხარს ვუჭერდეთ. წარმატების გასაღები დისციპლინის სიყვარულია. თუმცა, ასეთი დამოკიდებულება არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ, ცხოვრებაშიც ყველაზე მთავარია.

      მახსოვს საიდან დაიწყო ფეხბურთისადმი ჩემი სიყვარული - რონალდინიოს თამაშით. შემდეგ იყო რონალდო და შემდეგ ეს სპორტი შემიყვარდა.  ვაფასებ ყველა სპორტსმენს, რომლებიც მუშაობენ და იბრძვიან იმისათვის, რომ საუკეთესოები იყვნენ იმაში, რასაც აკეთებენ. ვფიქრობ, ახალგაზრდა მოთამაშეებიც თუ გადახედავენ რონალდინიოსა და რონალდოს თამაშებს, უფრო მეტი მოტივაცია ექნებათ.  ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში მაგალითის მიცემა მნიშვნელოვანია, ინტერესები წარმოსახვაში არ იბადება, არამედ, მაგალითებით.

      ყველა ჩემს წარმატებას ვუძღვნი ჩემს ოჯახს და ჩემს ქვეყანას.

      ბედნიერებაა, როცა ადამიანი გიყვარს. სიყვარულის გრძნობის ქონაა. სხვისი სიყვარული რომ შეგიძლია ეს არის ბედნიერება.

       არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები.  ყველა ადამიანს აქვს რაღაცის ნიჭი,  მიდრეკილება. ყველა შშმ პირმა უნდა აკეთოს საკუთარი საქმე. სხვებს უნდა დაანახონ, რომ მათაც ჩვეულებრივ შეუძლიათ იცხოვრონ.

      ყველაზე რთული იყო ბავშვობის პერიოდი. როცა სხვა ბავშვებს ვუყურებდი, მათ ორი ხელი და ორი ფეხი ჰქონდათ, მე თავი შეზღუდულად მიმაჩნდა და გულდაწყვეტილი ვიყავი. ამ პერიოდში არავის ვუმხელდი ჩემს გულისტკივილს. ბევრჯერ ისე დამიძინია, რომ ბალიში სველი მქონია, თუმცა არავის გაუგია ამის შესახებ, გულში ვიკლავდი. შემდეგ ეს გადავლახე. ამან კი ბევრი რამ გამიადვილა. ახლა ბევრი რამაა ჩემთვის მარტივი და არაფერი მიძნელდება.

       სიტყვებს ყველაზე დიდი ძალა აქვთ. მამიდაჩემი სულ იმას მეუბნებოდა, რომ მე შემიძლია ყველაფერი, რომ მე ძლიერი ვარ. როცა გულდაწყვეტილი ვიყავი, ყოველთვის მამიდა მამხნევებდა.  პაპის დაღუპვის შემდეგ მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემს ცხოვრებაში. ბევრი თვისება, რომელიც მაქვს, მისი დამსახურებაა.

       ჩვენი გუნდი  - იმედია ღმერთი მოგვცემს იმის ძალას, რომ ჩვენი ქვეყნის სახელი გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეს არის ახლა ჩემი მიზანი.

       ასი წლის  როცა ვიქნები, მადლობელი ვიქნები საკუთარი თავის იმის გამო, რომ იმ საქმეს ვაკეთებდი, რაც მიყვარდა, რაც ბედნიერებას მანიჭებდა, რომ შემეძლო ეს  ბედნიერება სხვებისთვის გამენაწილებინა.

 

"I dedicate all my success to my family and my country"

Giorgi Bibiluri, 27 years old, goalkeeper of Gori football team for amputees, eight times winner of the best goalkeeper title. In addition, his field of interest is agriculture. This year, up to 10,000 seedlings will be produced by him.  Giorgi takes care of orchards planted on about 3 hectares.

Since childhood, my grandpa raised me the way I would not feel different myself. Thanks to him, everything will be easier for me to do now. Grandpa knew that lack of one hand might cause some problems for me in the future, and he tried to raise me in such way to be prepared for life, so that I could do everything, overcome obstacles, taught me to be independent. Now it's really like that, I always try to do everything myself, I solve problems myself, I decide for myself, I only hope for myself. Of course, everyone can face difficulties in life and people help each other, but I am not talking about support, but about living independently.

Football and sports: in 2013, Gia Revazishvili was the president of the football federation in Gori, he formed our club, "Dila" Gori. He invited me to the first meeting. I could not refuse this offer. I wanted to be a football player since childhood, I played football from the young age. When I was 7-8 years old, I wanted to play as a forward player, but when I grew up, the coach explained to me that because I had not one arm, I would have problems playing in the major league. Just when I decided to give up for sports, I was contacted by Gori team and they offered me to be a goalkeeper. Although it was not a position of an outsider, I agreed immediately. As a goalkeeper, I have achieved a lot in Georgia, and have been named the best goalkeeper for the last 7-8 years. I am also a member of the national team. Our club "Dila" of Gori became the champion of Georgia. We have games in Spain ahead. On our return, we will have to go to the European Championship with the national team. First, I will try for the name of our country in the games. That's always my goal. A goal that is also my great motivator. I go into every game with this thought. When I know that the opposing team is a hundred heads above us, I always put out all of myself. Due to the intensity of our fight, we won many games. Winning is a motivation for me and my team to fight more in the future.

In difficult moments, I always have a clear purpose   and I am determined to overcome everything. First of all, self-discipline is needed in sports. If you don't have self-discipline, you can't move forward. Every sportsman can face difficult times. But there is no barrier that cannot be overcome. Overcoming barriers starts with peaceful condition of soul. Following nervous condition and emotions will hurt.

Teamwork is needed in football and coordinated play is important. One person cannot win the game. Everyone plays for each other. We should learn from each other's ideas, receive advices and support each other. The key to success is the love of discipline. However, such an attitude is the most important not only in football, but also in life. 

I remember where my love for football started – It was Ronaldinho playing. Then there was Ronaldo and then I fell in love with this sport. I appreciate all sportsmen who work and strive to be the best at what they do. I think that if the young players look at the games of Ronaldinho and Ronaldo, they will have more motivation. I think that it is important to set an example in life, interests are not born in imagination, but by examples.

"I dedicate all my success to my family and my country"

Happiness is when you love someone. It is a feeling of love. Being able to love someone is happiness.

There are no disabilities. Every person has some talents, and inclination. All people with disabilities should do their own business. They need to show others that they are able to live full life too.

The most difficult was the period of childhood. When I looked at other children, they had two arms and two legs, I felt disabled myself and was discouraged. During that period, I did not show my heartaches to anyone. I have slept so many times with my pillow wet, but no one knew about it, pain stayed in my heart. Then I got over it and many things became easier for me. Now many things are easy for me and nothing is difficult for me.

Words have the greatest power. My aunt kept telling  me that I could do anything, that I am strong. Whenever I was discouraged, my aunt always encouraged me. After the death of my father, she  contributed a lot into my life. Many of the qualities I have are thanks to her.

Our team - I hope God will give us the strength to take the name of our country outside of boarders of Georgia. This is my goal now.

When I'm 100 years old, I'll be grateful to myself for doing what I love, what gave me happiness  and for being able to share that happiness with others